აირჩიეთ სპეციალისტი/სერვისი
სახელი
გვარი
დაბადების თარიღი
პირადი ნომერი
ტელეფონი
მისამართი
ელფოსტა
შპს კიბოს კვლევის ცენტრი - მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია
  • მისამართი:
  • თბილისი. ლუბლიანას ქ. 2/6
  • ტელ : (+995 32) 2 48 72 27
  • ფაქსი : (+995 32) 2 48 72 27
  • მისამართი:
  • ქუთაისი, სოლომონ პირველის ქ. #10
ჩვენს შესახებ

"კიბოს კვლევის ცენტრი მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია" თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და ლაბორატორიით არის აღჭურვილი. კლინიკა დაკომპლეტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით რომელთაც განათლება მიღებული აქვთ ევროპის წამყვან კლინიკებში. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ქიმიოთერაპიული და ჰორმონოთერაპიული მკურნალობის ჩატარება.

საქართველოში მხოლოდ "კიბოს კვლევის ცენტრი მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია"-ში არის შესაძლებელი ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლა (ზუსტი დამიზნებით) ქიმიოსენსიტიური კვლევის მეთოდით (CCDRT), რაც შესაძლებლობას იძლევა პაციენტებისათვის ინდივიდუალური ქიმიოთერაპიული კურსი შეირჩეს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ლაბორატორია არსებობს, სადაც შესაძლებელია მსგავსი პროგრამის.

ალექსანდრე თავართქილაძე
კლინიკის ხელმძღვანელი

განათლება


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 2005 წელს;

ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტი. Civil-ის ჰოსპიტალის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი. რეზიდენტურა/დოქტორანტურა სპეციალობით ონკოლოგია და ჰემატოლოგია. 2005-2009;

ჟენევის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტი (მოლეკულური ონკოლოგიის და კლინიკური ქიმიოთერაპიის  მიმართულება 6 თვე); შვეიცარია. ჟენევა.2006 წ
დოქტორის  აკადემიური ხარისხი მედიცინაში 2008 წ;


ტრეინინგები


ჩიბას სახელწიფო უნივერსტიტის ქიმიოთერაპიის და ონკოდიაგნოსტიკის მიმართულება (Division of chemo Chemotherapy and Cancer Diagnosis)  (ქიმიოთერაპია ღეროვან უჯრედებთან კომბინაციაში. 2 თვე). იაპონია. ჩიბა.2007 წ

პიერ და მარია კიურების სახელობის უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტი -ზოგადი ქიმიოთერაპიის მიმართულება. საფრანგეთი. პარიზი.2008 წ

ულუდაგის უნივერსიტეტის კლინიკური ბიოქიმიისა და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტი (მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის მიმართულება 1 თვე); თურქეთი; ბურსა.2009 წ

საბერძნეთის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეროვნული ინსტიტუტი (მოლეკულური და კლინიკური ონკოლოგიის მიმართულება 2 თვე). საბერძნეთი. ფლორინო.2009 წ

ნაიმეიხენის უნივერსიტეტის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი ტრეინინგი ზოგადი ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიაში  1 თვე. ჰოლანდია; ნაიმეიხენი.2009

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC). ტრეინინგი: “ონკოლოგიურ პაციენტთა მედიკამენტური თერაპიის სრულყოფილების და ადექვატურობის შეფასების ექსპერტიზა” 3 კვირა. (საფრანგეთი. ლიონი.)2009-2010 წწ.


სერტიფიკატები/პუბლიკაციები


2009 წლიდან არჩეულია სრულ პროფესორად;

2005 წლიდან სწავლობს და მუმშაობს რუსეთისა და საფრანგეთის სხვადასხვა კლინიკებში;

2009 წელს მინიჭებული აქვს მოლეკულური მედიცინის და კლინიკური ონკოლოგიის საერთაშორისო სერტიფიკატი;

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი მოლეკულურ მედიცინასა და კლინიკურ ონკოლოგიაში 2009 წ;

გარემოს დაცვის საერთაშორისო ექსპერტთა კომისიის საქართველოს წარმომადგენელი 2011 წლიდან

ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტის Civil-ის ჰოსპიტალის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის  დეპარტამენტის კლინიკური და სამეცნიერო კვლევების კოორდინატორი 2008 წლიდან  დღემდე;

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი სპეციალობით ონკოლოგია და მოლეკულური მედიცინა 2008-2009;

27 ექსპერიმენტული შრომა (აქედან 5 ImpactFactor-ის მქონე ჟურნალში);

25 რეფერატული შრომა;

4 მონოგრაფია როგორც უცხოურ ასევე ქართულ რეცენზირებად ჟურნალში;

ფატი რევაზიშვილი
ონკოლოგი

განათლება


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სამკურნალო ფაკულტეტი, 1992– 1999 წ.წ

სასწავლო ციკლი პროგრამა ონკოლოგია დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია;  2001წ.
ონკოლოგიის ლიცენზია #016116 სერია II ა 34 საქართველოს შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2001წ.


ტრეინინგები


GGP-ის ტრენინგები (GCP-ის კურსები მკვლევარების მითინგი) სტამბული, თურქეთი 2007

თბილისი, საქართველო მკვლევარების შეკრება 2008 წ

პრაღა, ჩეხეთი  მკვლევარების შეკრება 2008 წ


კლინიკური კვლევები


II ფაზის მულტიცენტრული, რანდომიზირებულ, პლაცებო-კონტროლირებადი, ორმაგი ბრმა, დოზის შესარჩევი კვლევა, SCHH 619734-ის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დასადგენად სუბიექტებში, რომლებსაც აღენიშნება მაღალემეტოგენური ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება. (SI) 2007-2008 წწ

 “ბავიტუქსიმაბის დაიცეტაქსელთან კომბინაციის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შემაფასებელი, II ფაზის კვლევა, ადგილობრივად გავრცელებულ ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში. (SI) 2007-2009

რანდომიზირებული, ღია, მულტიცენტრული, მე-3 ფაზის კვლევა, ეპოეტინ ალფას პლუს სტანდარტული დამხმარე თერაპიისა და სტანდარტული დამხმარე თერაპიის შესადარებლად ანემიურ პაციენტებში, რომლებიც ძუძუს მეტასტაზური კიბოს გამო ღებულობენ სტანდარტულ ქიმიოთერაპიას. (SI) კო-ინვესტიმატორი 2009-დღემდე

რევაზ თურმანიძე
ონკოლოგი

განათლება


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი   სამკურნალო ფაკულტეტი   1988-1994

თბილისი სამედიცინო აკადემია   კლინიკური ორდინატურა ზოგად ონკოლოგიაში 1995-1998


სერტიფიკატები


სახელმწიფო სერთიფიკატი ონკოლოგიაში


კლინიკური კვლევები


GCP : training from Theory to practice – “World Clinical Trials”  - Tbilisi, Georgia - 26 January 2012

EPO-ANE-3010 (phase III- Johnson & Johnson) - sub-investigator CT-P6 -Advanced Breast Cancer (phase III)-Celltrion- Pharmacist. CAPE-FCTB-05SB04-2FE - sub-investigator

მაია მაისურაძე
ონკოლოგი/რადიოლოგი

განათლება

 

თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის  სამკურნალო ფაკულტეტი 1990-1996

1996-1997 თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი, ინტერნატურა  ზოგად თერაპიაში;
2000- დიპლომისშემდგომი  განათლების  სახელმწიფო სამედიცინო აკადემია,პულმონოლოგიისა და ფტიზიატრიის  ინსტიტუტი, სპეციალობა რადიოლოგია;

 

სერტიფიკატები

 

სახელმწიფო სერთიფიკატი ონკოლოგიაში 2009წ;

 

ტრეინინგები

 

23.06-25.06 2011 ონკო-გინეკოლოგთა საერთაშორისო  კონგრესი, ბათუმი, საქართველო

თეა ვაწაძე
ჰემატოლოგი

განათლება


ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით ზოგადი პროფილის ექიმი  1994-2001წ.

ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის სრული კურსი სპეციალობით  ,,ჰემატოლოგია’’ 2002-2005 წწ.

ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში 2009წ.

2005 ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია’’


ტრეინინგები


2005 ,,ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის სამართლებლივი და ეთიკური საკითხები’’

2005 სერთიფიკატი( რეგისტრაცია #034) (აკრედიტაცია # C 0006) თემაზე ,,ლაბორატორიების ხარისხის გარე კონტროლის ევროპული რეგულაცია და რეფერენს ლაბორატორიის ევროპული მოდელი’’  


პუბლიკაციები


გამოქვეყნებული აქვს 5 სამეცნიერო ნაშრომი 

არის თანაავტორი ჰემატოლოგიური ნაწილისა წიგნში ,,შინაგანი სნეულებანი’’ სტუდენტებისა და ექიმთათვის

შორენა კრაწაშვილი
კარდიოლოგი, რადიოლოგი, თერაპევტი

განათლება


1989-1995 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – სამკურნალო ფაკულტეტი
1996 - თბილისის სამედიცინო აკადემია – კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი კარდიოლოგიაში
1998 – თბილისის სხივური და ინტერვენციული მედიცინის ს/კ ინსტიტუტი (თოდუას კლინიკა) _ კურსი ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში.


სერტიფიკატები


სახელმწიფო სერთიფიკატი კარდიოლოგიაში  2001 წ

სახელმწიფო სერთიფიკატი რადიოლოგიაში  2004 წ

სახელმწიფო სერთიფიკატი შინაგან სნეულებებში 2000 წ

ტარიელ ქიტიაშვილი
ონკოლოგი (ქუთაისის დეპარტამენტი)

განათლება


აკაკი წერეთელის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტი სამკურნალო ფაკულტეტი 2000-2006წწ
კურსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი,რუსეთი-ინტერნატურა ონკოლოგია, ქიმიოთერაპია 2006-2008წწ

კვალიფიკაციის ამაღლება კურსი ქიმიოთერაპიაში 2009წ


სერტიფიკატები


სახელმწიფო სერთიფიკატი ონკოლოგიაში 2008წ;

მეგი ყველაიძე
ლაბორატორიის მენეჯერი
ნინო სარჩიმელია
ექიმი ლაბორანტი
რუსუდან ხუციშვილი
ექიმი ლაბორანტი
თამარ დარსაძე
ლაბორატორიის ასისტენტი
დინარა კასრაძე
სამეცნიერო ექსპერტი

განათლება


1971-1977 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი; 

1977-1979 - სასწავლო ორდინატურა პათოლოგიური ანატომიის. სპეციალობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1988    - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; 

1998    - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

2001-დან  - პროფესორი.


ტრენინგები


უწყვეტი პროფესიული განათლების კურსები, სემინარები, პროგრამები: 

1989 - სტაჟირება კიევის სამედიცინო უნივერსიტეტში (სამედიცინო პედაგოგიკის განხრით); 

2003 - ავტორი სააკრედიტაციო პროგრამისა: N 2003057 - “ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემის ავადმყოფობათა პათოლოგიური საფუძვლები. თანამედროვე მორფოლოგიური დიაგნოსტიკა”. (დანერგილია. გაიარა ათეულობით ექიმმა); 

2003 - ავტორი სააკრედიტაციო პროგრამისა: N 2003059 - “ენდოკრინული სისტემის ავადმყოფობათა პათოლოგიური საფუძვლები. თანამედროვე მორფოლოგიური დიაგნოსტიკა”. (დანერგილია. გაიარა ათეულობით ექიმმა); 

2006 - ელექტრონული ჯანდაცვა (თბილისი);  

2006 - სამხედრო და გადაუდებელი მედიცინა (სწავლება ჩატარებული თბილისში, აშშსაზღვაო ძალების მთავარი ქირურგის, ადმირალ ჯონ პარციბალის მიერ). 


სამეცნიერო ნაშრომები


71 ნაშრომი, მათ შორის 6 მონოგრაფია.  

2005-2006 - 4 სახელმძღვანელო წიგნის რეცენზენტი პათოლოგიაში; 

2006-2008 - 2 სამეცნიერო მონოგრაფიის რეცენზენტი; 

2006-2008  - 2 სამეცნიერო მონოგრაფიის რედაქტორი;
2008-2009  - 2 სახელმძღვანელო წიგნის მთავარი რედაქტორი შინაგან სნეულებებში.

კლინიკური ლაბორატორია

 ,,კიბოს კვლევის ცენტრი მარტინ დ აბელოფის ლაბორატორია''  ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი ბიოტექნოლოგიური ფირმების აპარატურითა და ტესტ სისტემებით. ლაბორატორიაში შესაძლებელია კლინიკური ლაბორატორიული მომსახურების ფართო სპექტრი რომელიც პასუხობს ყველა თანამედროვე მოთხოვნებს.    ლაბორატორიას ემსახურებიან კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტები, რომელთა ცოდნისა თუ გამოცდილების განახლება მუდმივად ხდება. ლაბორატორიაში რეგულარულად ტარდება აპარატურის ხარისხის კონტროლი .

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპია არის ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის მეთოდი, რომლის დახმარებითაც პაციენტს უტარდება მკურნალობა ციტოსტატიკური და/ან ციტოტოქსიკური საშუალების გამოყენებით. ქიმიოთერაპიას ჩვეულებრივ იყენებენ ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის ქირურგიული მეთოდის შემდეგ, თუმცა ხშირ შემთხვევებში პაციენტი იმდენად დაგვიანებით მიმართავს ექიმს, რომ ქირურგიული მკურნალობა დაგვიანებულია. ამიტომ მკურნალობის არჩევის მეთოდად რჩება ქიმიოთერაპია და/ან სხივური თერაპია. 

   ამ უკანასკნელს თავისი მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები აქვს. ჩვენს კლინიკაში არის შერჩევითი ანუ დამიზნებითი ქიმიოთერაპიის შესაძლებლობა, რაც გამოიხატება იმაში რომ ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ პაციენტს ქიმიოთერაპიის დაწყებამდე ჩავუტაროთ მედიკამენტებისადმი მგრძნობელობის ტესტი ე.წ. ქიმიოსენსიტიური ტესტი, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად ეფეტურად და ხარჯეფექტურად ჩავუტაროთ პაციენტს მისთვის ყველაზე საუკეთესო სქემის ქიმიოთერაპია.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა (ულტრასონოგრაფია)

კლინიკურ მედიცინაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს პათოლოგიური პროცესის ნაადრევ გამოვლენას, რაც სამკურნალო ღონისძიებების ეფექტურობას განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული როლი აკისრია ულტრაბგერით დიაგნოსტიკას.


ძალიან დიდია ულტრასონოგრაფიის ინფორმატიულობა შინაგანი ორგანოების გამოკვლევის დროს, განსაკუთრებით მაღალია პარენქიმულ ორგანოებში პათოლოგიური პროცესის ზუსტად გამოვლენის სარწმუნოება, ყოველივე ამის გამო, ულტრასონოგრაფიას ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენისა და პროგრესირების შეფასებისათვის, ულტრასონოგრაფიულ კვლევას ერთ-ერთი წამყვანი როლი ენიჭება.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ულტრასონოგრაფია, განსხვავებით სხვა დიაგნოსტიკური საშუალებებისაგან, პაციენტისათვის სრულიად უსაფრთხო და უვნებელია, მის უპირატესობას განსაზღვრავს ასევე გამოკვლევის სიმარტივე და სისწრაფე, ინფორმატიულობა და მიღებული შედეგების სარწმუნოება, მრავალჯერადი გამოყენებისა და დაავადების დინამიკაში დაკვირვების შესაძლებლობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე გამოკვლევა დაკავშირებულია დაბალ დანახარჯებთან.

მორფოლოგია
რადიოლოგია

სამედიცინო რადიოლოგია არის მედიცინის დარგი რომელიც შეისწავლის მაიონიზირებელი გამოსხივების გამოყენებას დაავადებების შესწავლას, მკურნალობისათვის,  გამოსხივების ზემოქმედებას ორგანიზმზე და დასხივების საწინააღმდეგო დაცვის პრობლემებს. სამედიცინო რადიოლოგიის შემადგენელი ნაწილებია: ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, მაგნიტო-რეზონანსული დიაგნოსტიკა (ტომოგრაფია), რადიონუკლიდური დიაგნოსტიკა, სამედიცინო თერმოგრაფია და ასევე რენტგენოდიაგნოსტიკა, რომელშიც შედის: კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია. 


რენტგენოდიაგნოსტიკა სამედიცინო რადიოლოგიის ნაწილია, ამ მეთოდის გამოყენება საშუალებას გვაძლევს ადამიანის სხეულში, მის ცალკეულ ანატომიურ არეში დასხივებით მივიღოთ ჩვენთვის საჭირო მიდამოს რენტგენოლოგიური გამოსახულება რომელზედაც აისახება როგორც ანატომიურ-ტოპოგრაფიული ისე ფუნქციური თავისებურებები. 


რენტგენოდიაგნოსტიკა წამყვანი კვლევის დარგია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების,  ტრავმული დაზიანებების და სიმსივნური დაავადებების  დროს, ასევე იგი მნიშვნელოვანი კვლევის ობიექტია სასუნთქი სისტემის, საჭმლის მომნელებელი სისტემის და შარდ-გამომყოფი სისტემის დაავადებების დროს.

ჩვენი კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე უახლესი ციფრული რენტგენოლოგიური-რენტგენოგრაფიული/რენტგენოსკოპიული ტექნოლოგიებით, ჩვენთან შესაძლებელია ულტრაბგერითი და რენტგენოდიაგნოსტიკა.

მარტინ დ.აბელოფი
ტექნოლოგია
04.02.2013 | კიბოს საერთაშორისო დღე

4 თებერვალს კიბოს საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა სასტუმრო „რედისონში" სამედიცინო კონფერენცია გახსნა. კონფერენციაზე კიბოს დროული აღმოჩენის, პრევენციისა და საქართველოში სიმსივნური დაავადებების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილებოდა.

2013 წელს კიბოს საერთაშორისო დღის სლოგანია: კიბო - იცოდით თუ არა? ამ დღის მიზანია საზოგადოების ინფორმირება, რომ პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიებების საშუალებით, ონკოლოგიურ დაავადებათა 40% თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ასევე, დროული და სწორი მკურნალობა პაციენტთა დიდ ნაწილს სრული განკურნების შანსს აძლევს.

2011 წლის მონაცემებით, საქართველოში, ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოზით 25143 პაციენტია რეგისტრირებული. პირველადი დიაგნოზით კი, აღრიცხვაზე 4252 ადამიანი იმყოფება.

კიბოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამედიცინო კონფერენცია ,,კიბოს კვლევის ცენტრი -მარტინ დ.აბელოფის ლაბორატორიის’’,  ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

03.12.2012 | საქველმოქმედო აქცია მაკდონალდსთან ერთად

საქველმოქმედო აქცია „ბედნიერი დღეები მაკდონალდსში“-ს შედეგად შეგროვილი თანხა „კიბოს კვლევის ცენტრს - მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორიას“  გადაეცა,  რითაც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს საშუალება მიეცათ 14 ათას ლარამდე ღირებულების სამკურნალო პროცედურები და კვლევები ჩაიტარონ.    

 20 ნოემბერს, აქციის ფარგლებში, „მაკდონალდსის“ ყველა რესტორანთან დამონტაჟდა სპეციალური ფოტიკაბინები „გაიღე ღიმილი“.  ფოტოს გადაღება  კი ამ მხიარულ ფოტოკაბინაში სულ 2 ლარი ღირდა. ამასთანავე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია, სადაც ღილაკ „დაეხმარე“-ზე თითოეული დაწკაპუნებისას   „მაკდონალდსი“ თავის მხრივ  საქველმოქმედო ანგარიშზე 10 თეთრს რიცხავდა. აქციამ 10 დღე გასტანა.

„ამ მასშტაბურ პროექტში ყოველწლიურად საქართველოც ერთვება და სიამოვნებით უწყობს ხელს სიმსივნით დაავადებული ან სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის თანხების შეგროვებას.“-განაცხადა „მაკდონალდსის“ დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.

 „მოხარული ვართ, რომ „მაკდონალდსმა“ ასეთი საქველმოქმედო აქცია სწორედ  ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვების დასახმარებლად ჩაატარა. ასეთი დაავადებების მქონე ბავშვებს არაერთი სამედიცინო კვლევა თუ მანიპულაცია ესაჭიროებათ, გადმოცემული თანხაც სწორედ აქეთ იქნება მიმართული. მადლობას ვუხდით „მაკდონალდს“, რომ  სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა მათი  პრიორიტეტია,“- აცხადებს კიბოს კვლევის ცენტრის  ხელმძღვანელი ალექსანდრე თავართქილაძე.

27.11.2012 | ,,ანტიბლასტომური'' პრეპარატები

2012 წლის დეკემბრიდან  “კიბოს კვლევის ცენტრი - მარტინ დ.აბელოფის ლაბორატორია” იწყებს ,,ანტიბლასტომური''(სიმსივნის საწინააღმდეგო)  პრეპარატების  II ფაზის კვლევებს  სსიპ “ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (NCDC)  ბაზაზე.

   პროექტს მართავენ  კიბოს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი,  კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი მოლეკულურ მედიცინასა და კლინიკურ ონკოლოგიაში  მედიცინის დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე  და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დინარა კასრაძე.

   ,,ანტიბლასტომური'' პრეპარატების  სამეცნიერო კვლევების II ფაზა სავარაუდოდ 6-9 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

10.10.2012 | ქუთაისის ფილიალი

2012 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ,,კიბოს კვლევის ცენტრის-მარტინ დ.აბელოფის ლაბორატორიის’’ ქუთაისის ფილიალი, რომელიც მოემსახურება დასავლეთ საქართველოში იმ პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ ქიმიოთერაპიულ მომსახურეობას. კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით, დაკომპექტებულია კვალიფიციური კადრებით.